ექსპერტი - ჩვენ გვღუპავს ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება და ხიბლი, რომ გავიმარჯვეთ და საუკეთესოები ვარ, როდესაც არაფერი გამოგვივლია - გადავრჩით, რომ ვირუსის პირველმა გამოჩენამ არ წაგვლეკა

ჩვენ გვღუპავს ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება - გადავრჩით, რომ კორონავირუსის პირველმა გამოჩენამ არ წაგვლეკა, - ამის შესახებ, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დავით გზირიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

დავით გზირიშვილის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია არ ყოფილა, პანიკის თვალსაზისით კი ქვეყანაში პიკური ემოციური ტალღები იყო.

„ასეთი მართვის პირობებში რაც უნდა მომხდარიყო, ის ხდება ზუსტად, არაფერი არ არის განსაკუთრებული. მარტში, აპრილში, მაისში რაც ხდებოდა იმას ვერ დავარქმევ ტალღას. ეს იყო ოდნავ მოთელვა. ჩვენ არ გვქონია ეპიდემია. ეპიდემიას თუ ვზომავთ შემთხვევებით, არ გვქონია. თუ ვზომავთ პანიკით და გადარევით, რა თქმა უნდა, ეს იყო პიკური ემოციური ტალღები. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ ახალი შემთხვევების რაოდენობაზე, გვქონდა შემთხვევა, რასაც ფორმალურად ერქვა ეპიდემია, არ იყო იმის შესადარი, რაც მსოფლიოში ხდებოდა. ბუნებრივია, არც კლინიკური თვალსაზრისით ჩვენ განსაკუთრებული მოცულობის დატვირთვა და გამოცდილება არ შეგვიძენია ამ ხნის განმავლობაში. იმას, რაც დღეს ხდება, ნაკლებად აქვს კავშირი სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან“, - განაცხადა დავით გზირიშვილმა.

როგორც დავით გზირიშვილი აცხადებს, ძნელია რეკომენდაციების აღსრულება, 24 საათი ნიღბით სიარული, როდესაც კორონავირუსზე გამარჯვებას ზეიმობ.

„ჩვენ დაგვღუპა და გვღუპავს ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება და ხიბლი. ხიბლი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და საუკეთესოები ვარ, როდესაც არაფერი არ გამოგვივლია. გადავრჩით, რომ ვირუსის პირველმა გამოჩენამ არ წაგვლეკა. ალბათ, ამას გადავყევით. აღსრულება ძალიან ძნელია, როდესაც გამარჯვებას ზეიმობ და დღე და ღამე ნიღბით უნდა იარო, ეს ძალიან რთულია“,-განაცხადა გზირიშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, დღეს წარმატების საზომად საწოლფონდის და სუნთქვის აპარატების რაოდენობას იყენებენ.

„იმედი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული ჰყავს ექიმები და ექთნები ინტენსიური თერაპიისთვის ან სტაციონარში მკურნალობისთვის და უბრალოდ ამას არ უსვამს ხაზს. საწოლი ან სუნთქვის აპარატი გახდა წარმატების საზომი, სინამდვილეში ეს ასე არ არის.

თავიდავე, როდესაც გეგმები შედგა გადავედით სახელმწიფოს მართვის “power point”-ის პრეზენტაციების სტილზე. დოკუმენტი არ იწერება წესიერი, სადაც წერია, რომ ამ რაოდენობის საწოლის გარდა ამდენი ექთანი ან ექიმია მობილიზებული, რომელსაც მაქსიმალური დატვირთვით შეუძლიათ მუშაობა“,-განაცხადა გზირიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ გვღუპავს ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება და ხიბლი, რომ გავიმარჯვეთ და საუკეთესოები ვარ, როდესაც არაფერი გამოგვივლია - ექსპერტი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა