პრემიერი ჟურნალისტს - მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა?  ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ?

მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის კოვიდინფიცირების გამო, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს შეეხებოდა.

გახარიას თქმით, მას და "ქართული ოცნების" ყველა წევრს პირბადე ეკეთა მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში ნინო წილოსანთან ერთად მონაწილეობდა.

"არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას - მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ? - პრემიერი ჟურნალისტს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო