გიორგი გახარია - ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე ან სთხოვო ადამიანებს, დაიცვან დისტანცია

ელემენტარული მოთხოვნაა აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ეს ხომ რთული არ არის ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, მხოლოდ ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა არსებული ვითარების მიმართ, ვერაფერს შეცვლის, თუ მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამაში წვლილი არ შეიტანეს.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ იმისთვის, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა მარტო ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს ან პირიქით დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის წვლილი არ შეიტანეს, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათ კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის რაღაც დიდი მოთხოვნები, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ეს ხომ რთული არ არის ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე დიდი ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების. ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც მავნებლობაა, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა,“- განაცხადა გახარიამ.

მან ყურადღება ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ხარვეზები მათ შორის ქოლცენტრების მიმართულებითაც არის. ამასთანავე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხანგრძლივი გამოწვევა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ულევი რესურსები არ აქვს.

„როსდესაც მე ვსაუბრობ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სისტემისთვისაც და ჯანდაცვის სისტემაც, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რესურსებიც, ამოუწურავი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ხარვეზებმა არ მიიღოს სისტემური ხასიათი. არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ ქოლცენტრების ნაწილში, იქაც გასასწორებელია ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ლოგისტიკურად, ინფიცირებულების ან ახლო კავშირების გადაადგილება. ყოველდღირად ამ ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება,“- განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს