პრემიერი - სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად თუ აუდიტორიებში

სტუდენტებმა და მათმა პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად, რისი შესაძლებლობაც მათ აქვთ, თუ აუდიტორიებში, მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია.

„ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით - ითხოვს სწავლის გაგრძელებას და დაწყებას. ჩვენ, ჩვენს ახალგაზრდებს დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და ამიტომ, მათ აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინებები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს ან დისტანციური სწავლება ან აუდიტორიებში სწავლება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. როდესაც ადაპტაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ვაქცინა არ არის და ვერავინ გვეუბნება როდის იქნება ზუსტად, ვამბობთ რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ვამბობთ, რომ ბალანსის დაჭერა წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავების.

რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და მათმა პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად - მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, თუ აუდიტორიებში- მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა, როდესაც ვირუსთან თანაცხოვრების დაბალანსებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას დირექტორების გათავისუფლების მორატორიუმთან დაკავშირებით, გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთოვნაში ის ვერანაირ აზრს ვერ ხედავს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგენილი ნორმალური ცხოვრების წესი არ შეიცვალოს და ეს ეხება ყველას, დირექტორსაც, მასწავლებელსაც, მინისტრსაც და მინისტრის მოადგილესაც. ამიტომ, ინფიცირების რისკებიდან გამომდინარე, რაღაც პროცესების შეჩერებაში მაშინ, როდესაც სკოლაში ჩვეულ რეჟიმში სწავლა გრძელდება, ვერანაირ აზრს მე ვერ ვხედავ, თუმცა ეს დარგის საქმეა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა