ჯანდაცვის მინისტრი - დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება

დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასუნთქი აპარატების კუთხით, ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც, ამიტომ, მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს რეკომენდაციები დაიცვას.

„საქართველოში არის საკმარისი სასუნთქი აპარატი და გარდა იმისა, რომ ის საკმარისი იყო ჯერ კიდევ თებერვალში, სახელმწიფომ მაინც შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც უფრო მეტად ეფექტურად მართავენ კოვიდს. ჩვენ უკვე ასზე მეტი აპარატი გვაქვს შეძენილი და ეს აპარატები გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც იმართებიან მძიმე პაციენტები. აქვე მინდა დავძინო, რომ დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება.

ზოგადად, კოვიდის პროტოკოლით არ არის რეკომენდირებული და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაგვყავს ჩვენ პაციენტები მართვით სუნთქვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება დაისვას გარკვეული კითხვები. ჯანდაცვის სისტემა ამ მხრივ არის მზად, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კვლავ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და სოციალური დისტანცია,“- განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დღეს 2500-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“