ეკატერინე ტიკარაძე - ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტთან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან, რაც მინისტრის განმარტებით იმის შესაძლებლობას შექმნის, რომ ერთ ოჯახის ექიმზე ბევრი ზარი არ მოდიოდეს. ამასთანავე, ტიკარაძის თქმით, ოჯახის ერთ ექიმს, არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე მონიტორინგზე 3-დან 5 პაციენტამდე ეყოლება, რაც არსებულ სისტემას კიდევ უფრო მოქნილს გახდის. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ოჯახის ექიმებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც, ასევე, არაერთი ფიქსირდება, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვყავდა ჩართული 25 კლინიკა და რაოდენობის გაზრდა მოხდა 66 კლინიკამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივდივართ პრინციპით, რომ ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტთან. ჩვენ გვქვს იმის საშუალება, რომ ამ ფილტრით მოხდეს პაციენტების გადამისამართება, რაც მეტად უფრო მოქნილს გახდის ამ ყველაფერს, შესაბამისად, ზარების გადანაწილება ექიმებზე არ იქნება დიდი რაოდენობის და თითოეეულ ექიმს დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, ეყოლება მონიტორინგზე 3-დან 5 პაციენტამდე,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მან კლინიკების დამატების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირიდან პროცესში თბილისში მდებარე 9 კლინიკა ჩაერთვება, ჯამში კი სისტემას 16 კლინიკა დაემატება.

„შემდეგ დღეებში ჩვენ ვგეგმავთ და ეს არის უკვე ამ კვირაში 9 კლინიკის თბილისში დამატებას, სამის - სამეგრელოში, ერთის - მცხეთაში, სამის -იმერეთში. 6 კლინიკა, რომელიც არის სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში დაემატებიან უკვე შემდეგი კვირიდან და მივიჩნევ, რომ ესეც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, ზარებისა და პაციენტების მონიტორინგს, ვინაიდან უკვე სრულიად საქართველოს ყველა ოჯახის ექიმი იქნება ჩართული პროგრამაში. რაც შეეხება ამ ექიმების გადამზადებას, ექიმები გადამზადდნენ არაერთხელ, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ დეტალური პროტოკოლები თუ როგორ უნდა მართონ პაციენტები. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაახლებთ პროტოკოლებსაც. დღეს მიმდინარეობს კიდევ პროტოკოლის განახლება, რომელიც სტაციონარიზაციის კრიტერიუმებს, ასევე ბინაზე მართვის კრიტერიუმებსა და სტაციონარში მართვის კრიტერიუმებს ეხება. შემდეგ დღეებში მოხდება ამ ახალი სტანდარტების გაცნობა საზოგადოებისა და, რა თქმა უნდა, ექიმებისთვის, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ კრიტერიუმების განახლებაზე და ისინი იხელმძღვანელებენ ახალი დოკუმენტებით,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს