გიორგი ვაშაძე - გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია საქართველოს მოსახლეობას ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობს, დაბნეულია და თავის მართლების რეჟიმზეა გადასული.

„გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი. სრული ჩაფლავება, არანაირი კრიზისმენეჯმენტი, სრული უმოქმედობა, გაქცეული ციფრები, ჩამოშლილი ეკონომიკა. გახარიას დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გადავიდა თავის მართლების რეჟიმში, ვერაფერ სიახლეს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, არის სრულიად დაბნეული და ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა