რომან გოცირიძე - ნეტავ, მთავრობა თვითიზოლაციაში იყოს, შედეგები უკეთესი იქნება

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის კატასტროფული ვითარება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის მთავრობას ურჩევს თვითიზოლაციაში წავიდეს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხალხი თვითორგანიზებას უკეთ მოახდენს.

„ორ დღეში 2000 შემთხვევა, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო იტალიაში თავის დროზე, როცა მსოფლიოში ყველაზე დიდი გავრცელება იყო ამ ქვეყანაში. სად არის ეს 2000 კაცი ვიცით? არიან კი სახლებში? ახლა მითხრა ნაცნობმა, რომ ახლობელს დაუდასტურდა თურმე კორონავირუსი, არის უსიმპტომო, არ აქვს სიცხე და წავიდა კახეთში, რთველში და ამ 2000 ადამიანის კონტროლს ვინმე ახორციელებს? თუ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული ეს?

რატომ დუმს მთავრობა, რატომ არაფერს ამბობენ, ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, არავინ არ ელოდა ამას, როცა არ ელოდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ელემენტარული უნარი არ აქვს დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, როგორც ფინანსური ისე ჯანდაცვის კუთხით.

რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ბუნებრივია, თუ მთავრობასთან ჰქონდათ კონტაქტი, მთავრობა უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, არავის მთავრობაში ამ ვირუსს არ ვუსურვებ, მაგრამ ნებაყოფლობით, ჯანმრთელები თუ წავლენ თავად და იქნებიან იზოლირებულნი, უკეთესია ქვეყნისთვის, რადგან მათი ნაბიჯები უარესია, ვიდრე სიკეთის მომტანი. რომ არ გვყავდეს მთავრობა ხალხი უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას, რადგან გვყავს მთავრობა, რომელმაც 5 მილიარდი დახარჯა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით. როგორ არის იცით? ფეხბურთელს რომ შემოუშვებ მოედანზე და მერე თავში ხელს რომ ირტყამენ, ნეტა, არ შემოსულიყო და მჯდარიყო იქ, ათი კაცით ჩამთავრებულიყო უკეთესი იქნებოდაო. ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო