მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სასამართლო პროცესზე ბრალდებულები ლ.შ და გ.მ დაიკითხებიან.

რაც შეეხება ერთ-ერთ ბრალდებულს, ნ.ქ. -ს, მან სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და დუმილის უფლებას იყენებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მას არ აქვს პოზიტიური მოლოდინები.

როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეში სცენარი უკვე დაწერილია.

“გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, დარჩენილია სამი მოწმე დასაკითხად. ერთია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.შ. ჩვენ მზად ვართ სასამართლოს მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია და პასუხი გაეცეს მხარეების მიერ დასმულ ყველა კითხვას. კიდევ ერთხელ უფრო მყარად და მაღალი სტანდარტით დადასტურდება, რომ წარდგენილი ბრალდება და ქმედება არ ჩაუდენია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. რაც შეეხება მოლოდინებს, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინები. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საქმეზე სცენარი არის დაწერილი და ამ ეტაპზე ხდება ამ სცენარის შესრულება”,- აღნიშნა გვიშიანმა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით კი , აღნიშნული საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა და მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

“ჩვენ უკვე ვართ დასკვნით ეტაპზე, გამოკვლეულია მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი. გამოკვლეულია მთავარი მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მასალები არის ურთიერთშეთანხმებული, აშკარა მტკიცებულებებია და ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა