რომან გოცირიძე - ყოფილი იპოდრომის ტეროტორიაზე პარკის მოწყობა არის არა ბიძინა ივანიშვილის გულუხვი საჩუქარი, არამედ პრივატიზებისას ჩადებული ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება

ყოფილი იპოდრომის ტეროტორიაზე პარკის მოწყობა არის არა ბიძინა ივანიშვილის გულუხვი საჩუქარი, არამედ პარკის პრივატიზებისას ჩადებული ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე აზრით, ყოფილი იპოდრომის ადგილას ცენტრალური პარკის მოწყობის ინიციატივა “წინასაარჩევნოდ შემოგდებული თემაა“.

“თავის დროზე, იპოდრომის ტერიტორიის გაყიდვისას იყო მოთხოვნა, რომ ტერიტორია ორად გაყოფილიყო - ერთი ნაწილი სამშენებლოდ გამოყენებულიყო, ხოლო მეორე ნაწილში უნდა ყოფილიყო პარკი. იქ, სადაც საჯინიბოები, პატარ-პატარა კოტეჯები იყო, დღეს აღმართულია კოშკები. ბიძინა ივანიშვილმა რაც დახარჯა, უკვე ამოიღო და კიდევ, რვა ჰექტარი დაიტოვა ცალკე. ეს არის ივანიშვილის არა გულუხვი საჩუქარი, არამედ პარკის პრივატიზების ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება - დიახ, იქ რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო, რათა მეორე ნაწილი სამშენებლოდ ყოფილიყო გამოყენებული“, - განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა