ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით „Europcar“ კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომსახურება გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას - სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას.

„სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Europcar-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო დამატებითი აქსესუარით. ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, რაც უზრუნველყოფს ვირუსის გადადების შემთხვევებისგან დაცვას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93“, - ნათქვამია ინფომრაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა