ანა დოლიძე - ჩნდებოდა ეჭვი, რომ „აწარმოე საქართველოში“ კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს

კორონავირუსის პერიოდში ბანკების ვალის გამო ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდა, 10 ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკისა და შიმშილის პირას დარჩა. ამ დროს ქვეყნაში არიან ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით, პანდემიის პირობებშიც, ხელს ითბობენ და ახერხებენ გამდიდრებას,- ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მაგალითი თუ როგორ ახერხებენ გარკვეული ჯგუფები გამდიდრებას არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარები.

ანა დოლიძის განცხადებით, ჩნდებოდა ეჭვი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს.

„აქედან ჩანს, რომ სახელმწიფო კეთილდღეობა არ ნაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ამიტომ დოლიძის განმარტებით, მომავალი ხელისუფლების სამართალდამცავმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დახარჯული სახელმწიფო სახსრები.

იკვეთება 3 კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ახერხებენ დაფინანსების მიღებას - ესენია: ბიზნესგაერთიანება, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეორე - „ქართული ოცნების“ შემომწირველები და მესამე - ახლად დაარსებული კომპანიები, რომლებსაც არანაირი ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ აქვთ.

პირველ ჯგუფს წარმოადგენს ბიზნესმენ სოსო და ლევან ფხაკაძეების მიერ ივლისში დარეგისტრირებული კომპანია შპს. „კიოსკ ჯორჯია“, რომელმაც მიიღო საბანკო სესხთან დაკავშირებული გარანტია - 1 575 000 ლარის ოდენობით. ფხაკაძეების ოჯახი არაერთ ბიზნესს ფლობს საქართველოში და მათი კომპანიები მსხვილი გადამხდელები არიან. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ იმ წვრილ და საშუალო ბიზნესს, რომელსაც კანონით ამ პროგრამის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „კლინიკა ლჯ“, სარგებლობს 283,500,00 ლარის საკრედიტო საგარანტიო პროგრამით. მისმა დამფუძნებლებმა მირიან ჭეიშვილმა, შალვა ჯიქიამ და ზაზა ლომინაძემ ჯამში „ქართულ ოცნებას“ 140 875 ლარი შესწირეს. შპს „ევროდრიპს“ 299,250.00 ლარის ოდენობით საკრედიტო გარანტია აქვს მიღებული. მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით კაპანაძეს მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 40 ათასი ლარი. რაც შეეხება, შპს „ფუდ ალიანსს“, მის სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს - 252,000.00 ლარს. მის ერთ-ერთი მეწილეს ლევან ხუროძეს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 10 000 ლარი.

საკრედიტო საგარანტიო პროგრამით სარგებლობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ აქვთ და კორონავირუსის პერიოდში დაფუძნდნენ, მაგალითად შპს „სმარტერ“ და შპს „გარანტი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო