გიორგი კანდელაკი - მთავრობას არ სურდა ემიგრანტების არჩევნებამდე დაბრუნება, სწორედ ამიტომ უშვებენ ტესტით შემოსვლას არჩევნების შემდეგ

1-ელი ნოემბრიდან საქართველოში PCR ტესტით შემოსვლა ადასტურებს, რომ დისკრიმინაციული კარანტინის არსებობის მთავარი მოტივი ათეულ ათასობით ემიგრანტის ქვეყანაში არჩევნებამდე დაბრუნების აღკვეთა იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ შეჰყავდა საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში საბერძნეთი და პოლონეთი, სადაც, კანდელაკის შეფასებით, საქართველოს მრავალი მოქალაქე ცხოვრობს და იმ დროისთვის 5-ჯერ უკეთესი ეპიდსიტუაცია ჰქონდათ მათ, ვიდრე უსაფრთო ქვეყნების სიაში მყოფ საფრანგეთს.

„ევროპული საქართველოს“ სახელით მინდა გამოვეხმაური ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომ 1-ელი ნოემბრიდან ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება PCR ტესტის წარმოდგენით და აღარ იქნება ეს დისკრიმინაციული კარანტინი და გაიზრდება რეგულარული ფრენების რაოდენობა. ეს განცხადება, ადასტურებს იმას, რასაც „ევროპული საქართველო“ აცხადებდა - აქამდე დისკრიმინაციული კარანტინის არსებობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ქვეყანაში არ დაეშვა ამ არაფორმალური ბლოკადის გამოცხადებით საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნება მასიურად, რომლებიც ახლა სიძნელეების წინაშე არიან მთელ ევროპაში და რომელთაც კორონავირუსის და ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლოა, გასჩენოდათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი. ბუნებრივად ისმის კითხვა, თუკი შესაძლებელია PCR ტესტით ქვეყანაში შემოსვლა, როცა დღეში გვაქვს 1200 შემთხვევა, რატომ იყო ეს შეუძლებელი და რატომ უნდა ჩაგვეყუდებინა ათასობით ჩვენი მოქალაქე ორკვირიან იძულებით კარანტინში? - პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ მთავრობას არ დაეშვა ათეულათასობით გაბრაზებული, აქედან სიღარიბის გამო, ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სიღარიბის გამო ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანები. სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში „ქართული ოცნების“ მთავრობას არ შეჰყავდა საბერძნეთი და პოლონეთი, მაშინ როცა, საბერძნეთზე 5-ჯერ უარესი, იმ მომენტისთვის, ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე საფრანგეთი იყო შესული უსაფრთხო ქვეყნების სიაში“, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის განცხადებით, „ამ დისკრიმინაციულ კარანტინს, რომლითაც მთავრობა უკრძალავდა ჩვენსავე მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას არჩევნებამდე, თან სდევდა კოლოსალური კორუფცია“.

„ხშირ შემთხვევაში ეს კონტრაქტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, აღმოჩნდებოდა ხოლმე “ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიების თუ ინდივიდების ხელში. რეალურად, ამ კრიმინალზე ხელის მომწერი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ერთ-ერთი ახალი სახე, ქალბატონი ქვრივიშვილი. ამ სფეროში გაჩაღებული იყო წარმოუდგენელი კორუფციის დოღი. ქვეყანა დგას გარდამტეხი ცვლილებების ზღვარზე და მთავრობა, ჩვენს ისტორიაში მეორედ, აუცილებლად შეიცვლება ამჯერად კოალიციური მთავრობით“, - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო