სერგეი ლავროვი - აქტიურად ვმუშაობთ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის დაცვისთვის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაზე

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისთვის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩონოვიჩ-ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აუცილებელია, შევქმნათ მექანიზმები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, პირველ რიგში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი მექანიზმები შეთანხმდება“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, ასეთი მექანიზმების შექმნის აუცილებლობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი დოკუმენტის მიღების შემდეგ გახდა ცხადი, რომელმაც ადგილზე სიტუაცია კარდინალურად ვერ შეცვალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„აბსოლუტურად აუცილებელი ნაბიჯი, რაც კონფრონტაციული რიტორიკის შეწყვეტის პარალელურად უნდა განხორციელდეს, საბრძოლო მოქმედებებისა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების შეწყვეტა უნდა იყოს,“- განაცხადა ლავროვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს