გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს

ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, დაზიანებულია ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

„შემთხვევა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მარნეული-ბოლნისის შუა მონაკვეთში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერს, ლევან მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რომ არ დაემორჩილა, ესროლეს. მანამდე მანქანა დააჯახეს, უკანა „ბამპერზე“ აქვს ნატყვიარი. მანქანის ნომერი არ იცის, მაგრამ „ფიატის“ მარკის ავტომობილია. მას დაზიანება არ აქვს, მანქანას ეტყობა ნატყვიანი და გვერდიც დაზიანებული აქვს შეჯახების შედეგად. ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული და ველოდებით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუჯა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა