ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება და უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა.

კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ ვანდერბრიუკემაც.

მისი თქმით, სიტუაცია მალე შეიძლება უკონტროლო გახდეს.

„დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოში გადაყვანილ პირთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, მოგვიწევს სხვა პრობლემის მქონე პაციენტების მკურნალობა გადავდოთ, რაც ასევე საშიშია. ერთადერთი გზავნილი გვაქვს საზოგადოებასთან, დაიცავით საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები“, – განაცხდა ფრანკ ვანდერბრიუკემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბელგიაში საშუალოდ კორონავირუსის 10 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 222 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 413 გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა