თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც ის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან ნეგატიური შეფასებები გაკეთდა, რომ კლინიკაში "პრივილეგირებული" პაციენტებისთვის ადგილი მოიძებნა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის და მათთვის ყველა პაციენტი თანაბარია და ე.წ. პრივილეგირებული პაციენტები არ არსებობენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექიმების რეკომენდაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა