კობა კობალაძე რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე, დღეს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონულ წარმომადგენლებს შეხვდა და ონლაინ რეჟიმში ესაუბრა ქვეყნის ყველა რეგიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, წარმომადგენლებისგან ინდივიდუალურად მოისმინა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც რეგიონებში სამმართველოების წინაშე დგას. საუბარი შეეხო, ასევე, იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება.

„როგორც სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ის გეგმავს ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული პროექტები, რომლებიც რეგიონებში, ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო