არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში იმყოფებოდა, სადაც ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროექტი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე.

„დავპირდით საზოგადოებას და ახლა უკვე გურიაში შენდება ინტერნეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, დღეს ვიმყოფებით სოფელ ლიხაურში. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩამობრძანდა, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ საზოგადოებას, დავათვალიერეთ სამუშაოები, რომელიც დაგეგმილ ვადებში საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ეს პროექტი გაგრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე და ინფორმირებულებმა დაგეგმონ თავისი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა