პაატა იმნაძე - საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა პრაქტიკულად, არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში „პრაქტიკულად პირველი ტალღა არ ყოფილა“.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იმნაძე განმარტავს, რატომ არ წესდება მასშტაბური შეზღუდვები დღეს, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე. როგორც ის აცხადებს, პანდემიის დასაწყისში საქართველო მოემზადა და „ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება“.

„გაზაფხულზე ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა მსოფლიოში, რამდენი ადამიანი იღუპებოდა და რაც მთავარია, ამ ვირუსზე ბევრი არაფერი ვიცოდით. ის, რაც საქართველოში გაკეთდა, გაკეთდა გაცილებით უფრო მკაცრად. იყო „ლოკდაუნი“ და ეს იყო გამოსავალი, ამიტომ პრაქტიკულად პირველი ტალღა არ ყოფილა, მაქსიმუმ 40 შემთხვევა იყო დღეში“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოები მსუბუქი პაციენტებით არ გადაიტვირთოს. მისი თქმით, ასეთ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ.

„მთავარი დღეს არის, რომ საავადმყოფოებში რეანიმაციები არ გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. მთავარია, რომ საავადმყოფოები იყოს მზად მძიმე პაციენტების მისაღებად და ლეტალობა უნდა იყოს მინიმალური, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ.

მსუბუქ პაციენტს მკურნალობა არ სჭირდება. უნდა იყოს დასვენებული, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა, მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს“,- განაცხადა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო