დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოძღვრები გააფრთხილეს, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქვით, ეკლესიებში წირვის ჩატარებასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის და მოვლენები სიტუაციის შესაბამისად განვითარდება.

„მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს მიაქციონ ყურადღება, დაიცვან დისტანცია და ნიღბები ეკეთოთ. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, სიტუაციის მიხედვით, მერე შევხედოთ რა იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოძღვრებს გაფრთხილება მიეცათ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ტაძრებში დისტანცია იყოს დაცული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო