დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას სახლში აგრძელებს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას სახლში აგრძელებს.

როგორც წილოსანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

„თავს ნორმალურად ვგრძნობ, მსუბუქი სიმპტომები მაქვს, მკურნალობას სახლში გავდივარ. ჩემი შვილი საერთოდ უსიმპტომოა. სამწუხაროდ, როგორც მოგვიანებით გავიგე, რამდენიმე კოვიდინფიცირებულთან მქონია ეს დღეები კონტაქტი, შესაბამისად, ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ არის ინფიცირების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე მუდმივად პირბადით და დისტანციით ვიყავი, ერთეულ შემთხვევაში მიწევდა ურთიერთობა საკმაოდ ახლო დისტანციით და ასევე, ხშირად მოქალაქეებს უკეთიათ ნაჭრის პირბადეები, რომელიც საუკეთესო დაცვის საშუალება არ არის“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს