ნათია მეზვრიშვილი - იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსები გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, არიან მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტი, სახელმწიფოს საკმარისი რესურსების რაოდენობა გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია შევინარჩუნოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზრვიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„დღეს რესურსები სახელმწიფოს აქვს. საუბარია, როგორც ექიმებზე, ისე საწოლფონდზე, თუმცა ეს ყველაფერი ამოუწურავი არ არის. ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, წესები მაქსიმალურად დაიცვან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, არის მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტი, საკმარისი რაოდენობა რესურსების სახელმწიფოს გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია შევინარჩუნოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. კლინიკურ მართვას სახელმწიფო აგრძელებს და ახალი მოდელი გვაძლევს შესაძლებლობას საჭიროების მიხედვით საწოლების რაოდენობა გვქონდეს.

ოჯახის ექიმის კონსულტაციის შედეგად პაციენტების გარკვეული ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სახლში, კოვიდსასტუმროებში და მძიმე პაციენტები მკურნალობას აგრძელებენ საავადმყოფოებში. ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა და რაც უნდა გავაკეთოთ, კიდევ ერთხელ არის წესების მაქსიმალურად დაცვა. პირბადე და სოციალური დისტანცია არის უმნიშვნელოვანესი“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო