მიხეილ ჩხენკელი - მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე - ჩვენი მიზანია ეს მოხდეს ამ სემესტრში

მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ცხადია ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში მოხდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კლასების სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას, რომ აუცილებელია სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების დაცვა. აქვე მინდა შევახსენო, განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა, ონლაინ მეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სწავლას, მაგრამ თუ კონკრეტული ოჯახი აირჩევს ონლაინ რეჟიმს, მათ ეს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში აქვთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს