ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია გადასული, იქიდან გამომდინარე, რომ მას უშუალო კონტაქტი ჰქონდა ნინო წილოსანთან

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მხოლოდ საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძეა გადასული, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ნინო წილოსანთან. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის არც ერთი სხვა წევრი იზოლაციაში არ იმყოფება.

„რაც შეეხება პარტიაში კორონავირუსის გავრცელებას, ორ დეპუტატს დაუდასტურდა ინფექცია, ესენი არიან ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე, რაც პრობლემას ქმნის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში, ვინაიდან მას ჰქონდა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო შტაბის მუშაობაში. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირველადი კონტაქტი ან რაიმე მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ უფიქსირდებათ,“- განაცხადა კობახიძემ.

მან ამასთანავე ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ფონი და მენეჯმენტის ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასაც ისევე ეფექტურად უმკლავდება, როგორც პირველ ტალღას გაუმკლავდა. კობახიძის თქმით, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა ხარვეზები, თუმცა მთავრობა მობილიზებულია მათ აღმოსაფხვრელად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტური მენეჯმენტი პანდემიის პირველი ტაღის ფარგებში და ასეთივე ეფექტური მენეჯმენტი გვაქვს მეორე ტალღის ფარგლებში. მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესაც გავრცელება იმატებს, მაგრამ ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ არ შეიქმნას პრობლემები. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, მათ შორის, ქოლცენტრების მიმართულებით, იგივე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში დალაგებას ექვემდებარება და ამ კუთხით ზომები იქნება მიღებული. დღეს მთლიანად მთავრობა არის იმაზე კონცენტრირებული, რომ ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო