ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ამას სათანადო პოლიტიკური პასუხი ექნება

მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან გუშინ მომხდარ ფაქტზე გააკეთა კომენტარი, როდესაც ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ამ პროვოკაციებს სათანადო პოლიტიკური პასუხი ექნება “, - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიცია მსგავსი ქმედებებით ცდილობს, საარჩევნო გარემო გააფუჭოს.

კახა ოქრიაშვილი ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, თავი მოჰქონდა იმით, რომ მუდმივი მაჟორიტარი იყო. მაგალითად, ნიკა მელია მას „ფეოდალს“ უწოდებდა, ამით იწონებდა თავს. ეს ადამიანი „ქართული ოცნებიდან“ გააძევეს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლოს მხარი არ დაუჭირა. ის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მათი კანდიდატია ამ ოლქში. ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო ბუნებაა: პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო გარემოს გაფუჭების მცდელობა და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან მუდმივი ინსტრუქციები მიდის აქტივისტებზე, რომ არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციებს არ აყვნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სამართადამცავების მყისიერი რეაგირება და ეს არის ჩვენი მოწოდება“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, დაზიანდა ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

იხილეთ ვიდეო:

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს