„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ბესიკ დონაძე, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ სოფლებში, სადაც ჩიქოვანი ატარებს შეხვედრებს, რამდენიმე დღეში იწყება ინფრასტრუქტურული პროექტები მერიის მიერ.

როგორც დონაძე აღნიშნავს, მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიყვება ჩიქოვანის საარჩევნო შეხვედრების გრაფიკს. მისივე თქმით, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელმა, ნანა ნარსიამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა.

„ჩვენი საჩივარი ეხება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. კერძოდ, მისი შტაბის უფროსი, გეგა შენგელია, რომელიც ამჟამად არის ქალაქ ზუგდიდის მერი, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკეთებს და ამთხვევს იმ სოფლებში, სადაც შეხვედრები აქვს ირაკლი ჩიქოვანს. 14 სექტემბერს, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სოფელ ნარაზენში, ხოლო 18 სექტემბერს, გეგა შენგელიამ გამარტივებული წესით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკებით, გააფორმა ხელშეკრულება და ნარაზნეში დაიწყო სკვერის მშენებლობა, რომელიც გაკეთებაც ირაკლი ჩიქოვანი დაპირდა მოსახლეობას.

სადაც დადის ირაკლი ჩიქოვანი, რომელ სოფლებშიც ხვდება მოსახლეობას, მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიყვება მისი შეხვედრების გრაფიკს.

აღნიშნული არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არის ინფრასტრუქტურული პროექტების გამოყენება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ და არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამაზე ჩვენ შევიტანეთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში და აღნიშნულ დარღვევაზე ველოდებით რეაგირებას”, - განაცხადა დონაძემ.

აღნიშნულ ინფორმაცის „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა