გიგა ბოკერია - დღეს ვხედავთ, რომ „ჩაკეტვის თვეებში“ ბიძინა ივანიშვილის გუნდს არაფერი გაუკეთებია, რათა არსებული ვითარებისთვის მომზადებულიყო

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ “ჩაკეტვის თვეებში“ არაფერი ბიძინა ივანიშვილის გუნდს არ გაუკეთებია, რათა არსებული ვითარებისთვის მომზადებულიყო, - აღნიშნული განცხადება დღეს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი 112-ის ოფისთან გამართა.

„ახლა საუბრობენ კოვიდგამოწვევების მატებაზე, ახლა საუბრობენ, რომ თურმე საველე ჰოსპიტალები შეიძლება დაგვჭირდეს, ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე შემთხვევათა ზრდის დროს შეიძლება ცხელი ხაზი გადაიტვირთოს. ხოლო მთელი ჩაკეტვის თვეები, როცა უნდა მომზადებულიყვნენ, გამოიყენეს თვითტკბობისათვის, საკუთარი თავს ქებისთვის და ყველას დამუნათებისთვის, ვინც კითხვებს სვამდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ განმარტა, “ევროპულ საქართველოში“ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მას ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ. სამუშაო ჯგუფი იმ ზომების შემუშავებაზე მუშაობს, რაც უმძიმესი გამოწვევის საპასუხოდ უნდა გადაიდგას.

„ამ სერიოზული გამოწვევის ამ ხელისუფლების ხელში დატოვება ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა