გრიგოლ ვაშაძე - 8 წელი მოპარეს საქართველოს, მოვიგებთ ამ არჩევნებს და 4 წლის განმავლობაში მართლა ვერ იცნობთ ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც მან საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია. „ვუთხრათ მთელ საქართველოს, რომ ყელში ამოვიდა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში ყოფნა და იქ მონური შრომა, არაადეკვატური სკოლები და არაადეკვატური ჯანდაცვა, მექრთამე, კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენი შვილები მომავლის გარეშე დატოვეს. ჩვენ შვილებს აღარ აქვთ მომავალი, გაქრა სახელმწიფოს მიმარ ის ნდობა, რომელიც 2012 წლამდე იყო. საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია.

სწორედ ამიტომ გვინდა პროდასავლური მთავრობა და ისეთი პარლამენტი, სადაც იქნებიან ადამიანები, რომელსაც ყველაფერს რომ თავი დავაბნებოთ, დოკუმენტის წაკითხვა შეეძლებათ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

„8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს. საშინელი ტემპით მოგვიწევს მუშაობა, რომ ამის კომპენსირება მოვახდინოთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს მოიგებს. „მოვიგებთ ამ არჩევნებს და 4 წლის განმავლობაში მართლა ვერ იცნობთ საქართველოს. გაკეთდება ის, რაც გაკეთდა 2003 წლიდან 2012 წლამდე და იმაზე მეტი“,-განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო