ილჰამ ალიევი - ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი, ფუზულის, ჯაბრაილის და ხოჯავენდის 18 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლებულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ის ტერიტორიები დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

„ფუზულის რეგიონის სოფლები: დორდჩინარი, კურდლერი, იუკშარი აბდულრაჰმანლი, გარგაბაზარის, აშაგი ვეისალი, იუკშარი აიბასანლი; ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სარაფშა, ჰასანგაიდი, ფუგანლი, იმამგაღი, დაშ ვეისალი, აგტეპე, იარამედლი; ხოჯავენის რეგიონის : აგჯაკენდი, მულკუდერე, დაშბაში, გუნაშლი, ვანგი; ზანგილანის რაიონიდან : ჰავალი, ზარნალი, მამადბეილი, ჰაკარი, შარიფანი, მუგანლი და ქალაქი ზანგილანი! ზანგილანი ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!“- განაცხადა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისივე თქმით, სოფელ ვანგს სახელი შეუცვალა და ჩინარლი დაარქვა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს