მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2024 წლამდე ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2024 წლამდე ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს განაცხადი განხილული იყოს ევროკავშირის მიერ ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საშუალო ევროპულ განვითარების დონეს.

„ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ახალი 4-წლიანი პროგრამის პრეზენტაციაზე, რომ ყველა ჩვენი ქმედება იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, განათლების, კულტურის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ყველა ჩვენი საქმიანობა და გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნა განვავითაროთ ისეთ დონეზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ძალიან კარგად გვესმის და უნდა გვესმოდეს, რომ განაცხადი არ არის წერილის გაკეთება, ან წერილის შევსება. როდესაც ისმის კითხვა - რატომ უნდა გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს? - იმისთვის, რომ ეს განაცხადი განხილული იყოს ევროკავშირის მიერ, ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს იმ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საშუალო ევროპულ განვითარების დონეს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი განაცხადი იქნება სერიოზულად აღქმული. ამ განაცხადის განხილვა იქნება დასრულებული ჩვენი სრულფასოვანი წევრობით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა