პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ამომრჩეველს მიმართავს

გამწვავებული ეპიდემიური სიტუაციისა და წინასაარჩევნო საფრთხეების შესახებ პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ამომრჩეველს მიმართავს.

„სოციალ-დემოკრატების“ განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი სისტემატურად არღვევს უსაფრთხოების ზომებს და ხალხმრავალ შეკრებებს მართავს, რითიც საფრთხეს უქმენის მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

,,ბოლო დღეებში რადიკალურად გაუარესდა ეპიდვითარება ქვეყანაში. აშკარაა, რომ მიმდინარე საარჩევნო პროცესი დამატებით რისკებს ქმნის ვითარების კიდევ უფრო გაუარესებისათვის. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი სისტემატურად არღვევს უსაფრთხოების ზომებს, მართავს ხალხმრავალ შეკრებებს, თითქოსდა მასშტაბური მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, რითიც საფრთხეს უქმენის მოქალაქეთა ჯანმრთელობას. ჩვენმა პარტიამ ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითრებისთვის,” ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისიდან უარი ვთქვით ხალხმრავალი შეკრებების ჩატარებაზე. 14 სექტემბერს დანიშულ პრეზენტაციაზე კარგა ხნით ადრე მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის უცხოეთის დიპლომატიური კორპუსისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბოდიში მოვუხადეთ და გავუუქმეთ მოწვევა. პრეზენტაცია ჩავატარეთ მხოლოდ ტელეკამერების წინ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, მთავარია, რომ ამომრჩევლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ჯანმრთელად მივიდეს არჩევებამდე და უსაფრთოების წესების სრული დაცვის პირობებში შეძლოს საკუთარი ნების შეუფერხებელად გამოხატვას.

,,სამწუხაროა, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრების შეზღუდვა ამცირებს მათთვის საარჩევნო პროგრამებისა და დაპირებების გაცნობის შესაძლებლობას იმ პარტიებისთვის, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები მედიის გამოსაყენებლად. ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ ამომრჩეველთა ჯანმრთელობის დაცვა უთანასწორო პირობებში გვამყოფებს. მივმართავთ ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს მხარდამჭერებს: ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებს ჩვენს შეხედულებებს და მზად არის სხვადასხვა ფორმით აქტიურად გამოხატოს მხარდაჭერა, მათ შორის ხალხმრავალ შეხვედრებში მონაწილობით. მაგრამ ჩვენ მათ ამ მზადყოფნასა და ნდობას ბოროტად არ გამოვიყენებთ.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ამომრჩეველს, უკიდურესი სიფრთხილითა და ყველა საჭირო ზომების მკაცრი დაცვით იმოქმედონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მთავარია, მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ამომრჩევლებისა ჯანმრთელად მივიდეს არჩევებამდე და უსაფრთოების წესების სრული დაცვის პირობებში შეძლოს საკუთარი ნების შეუფერხებელი გამოხატვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა