NDI - პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები. შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე 29 პარტიამ, მათ შორის "ევროპულმა საქართველომ", პარტიამ "სამართლიანობისთვის", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "პატრიოტთა ალიანსმა" ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა და გენდერული კვოტირების მოთხოვნა დაიცვა.

"მთლიანობაში, გენდერული კვოტა პოზიტიურად არის აღქმული, თუმცა პარტიამ "გირჩი" მისი არაკონსტიტუციორობის საკითხი დააყენა. კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები.

შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. დაბალი ბარიერის პირობებში ამ სცენარის განვითარება რეალისტურია, რა შემთხვევაშიც, ქალების წარმომადგენლობა, შესაძლოა, მაინც 20 პროცენტზე ნაკლები დარჩეს. ჩართული მხარეები NDI-სთან ქალების თანაბარი მონაწილეობის ძირითად ბარიერად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებენ. ხშირ შემთხვევაში, პარტიის ხელმძღვანელობა (სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ) კანდიდატების შერჩევის პროცესში ქალთა წარმომადგენლობის საკითხებს არ ითვალისწინებს, ხოლო პარტიების რეგიონული სტრუქტურები კაცი მხარდამჭერების მიერ იმართება. წინამდებარე ბიულეტენის წერის მომენტისთვის მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 22 პროცენტია ქალი. თუ ეს რიცხვი შენარჩუნდება, ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 2016 წლის (17 პროცენტი) და 2012 წლის (14 პროცენტი) არჩევნებთან შედარებით, მცირედ ზრდას ექნება ადგილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოს გამოსცა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

აღნიშნული კვლევა 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა