სერგი კაპანაძე - ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ამომრჩევლის მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს საფრთხე არ დაემუქრება

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი საქართველოში დამკვირვებლებს არ გამოგზავნის, არჩევნებს დააკვირდება სხვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც უკვე საქართველოში გრძელვადიან დაკვირვებას ახორციელებენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების საერთო შტაბიც გაუწევს აქტიურ მონიტორინგს არჩევნებს და თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია არ ჩამოდის, საქართველოში მაინც საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო მისიიდან. ვიცით, რომ უკვე ჩამოსულები არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი და რაც მთავარია, გაყალბების თავიდან ასაცილებლად იქნებიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მხრიდან იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი, იქნება ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყველა უბანზე, ჩვენი კომისიის წარმომადგენლები, ასევე წევრები და საერთო შტაბი, რომელიც შექმნილი გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს, იქნება იმის გარანტი, რომ არ მოხდება არანაირი მანიპულირება არჩევნების დღეს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს, მხარი დაუჭიროს გარდამტეხ ცვლილებებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილის წასვლას სახლში, ხოლო მათ მიერ ჩაგდებულ ბიულეტენებს, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ. ყველა ჩაგდებული ხმა იქნება დაცული, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო