დიმიტრი პესკოვი - რუსეთს კიბერთავდასხმა არასდროს განუხორციელებია, მითუმეტეს ოლიმპიადაზე

დასავლეთის ქვეყნების მოწოდება, ყველაფერში რუსეთი და რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულოს, რუსოფობიის ნიშანია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ორგანიზატორობით მავნე კიბერშეტევების სერია განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ტოკიოს ოლიმპიადა იყო.

„ვწუხვართ, რომ ვხედავთ რუსეთისა და რუსული სადაზვერვო სამსახურების ყველაფერში დადანაშაულების ტენდენციას, არც რუსეთსა და არც რუსულ სადაზვერვო სამსახურებს კიბერთავდასხმა არასდროს განუხორციელებიათ, მითუმეტეს, ოლიმპიადაზე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) ორგანიზებით ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებისა და სპონსორების წინააღმდეგ კიბერთავდასხმა განახორციელა, რომლის მიზანიც ოლიმპიადის ჩაშლა იყო.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს