ირაკლი ბერაია - დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ბერაია აღნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი - სახეზე გვაქვს ჩვენ უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში პირდაპირ ადებს ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ე. წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მათგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა