შშმ პირთა სოციალური საწარმო ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს დასაქმების პერსპექტივით გადაამზადებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე დღეს, შშმ პირთა დასაქმების კავშირის სოციალურ საწარმოს ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, საწარმოში ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდის - Make Help Fashionable პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საწარმოში დასაქმებულმა შშმ პირებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა ლადო ასლამაზაშვილმა აღნიშნა, დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის საწარმოში გადაამზადოს ვეტერანები, ან მათი ოჯახის წევრები, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოები შშმ პირების და შშმ ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ბუბა ლომუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღნიშნული პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და უშუალო დახმარებით განხორციელდა და მიზნად ისახავს შშმ პირთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა