გიგა ბოკერია - ეს არის მთავრობა, რომელიც კრიზისის დროს არ შეიძლება, რამეს მიაკარო - სახიფათო ვითარებაში გვეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, თან კოვიდსაწოლები არ მოუმზადებიათ და ახლა იმარაგებენ

ეს არის მთავრობა, რომელიც კრიზისის დროს არ შეიძლება, რომ რამეს მიაკარო, ივანიშვილი და მისი გარემოცვა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ეკონომიკური ჩაკეტვის პერიოდში მოემზადებოდა, რადგან ცხადი იყო, რომ მუდმივად ჩაკეტილები ვერ ვიქნებოდით, თუმცა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებას ამ პერიოდში მოსამზადებლად არაფერი გაუკეთებია.

„ჯანდაცვის სფეროშიც და შეზღუდვების საკითხშიც ჩვენ ვიყავით და ვრჩებით მათ მწვავე ოპონენტებად, რადგან „ევროპული საქართველო“ მივიჩნევთ, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მათ შემოიღეს, იყო დრაკონული, გაუაზრებელი და უმძიმესი. შეზღუდვების მნიშვნელოვან ნაწილში, ისევე როგორც ფორმასა და შერჩევითობაში ვიყავით მათი კრიტიკოსები და არ ვეთანხმებოდით, მაგრამ, რაზეც არ იყო დისკუსია საერთოდ, მდგომარეობს იმაში, რომ ეს თვეები, როდესაც ეკონომიკა ჩაკეტეს და უმძიმესი დარტყმა მიიღო ქვეყანამ, უნდა გამოეყენებინა ნებისმიერი მინიმალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანას იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავით. გასაგები იყო ყველასთვის, რომ მუდმივად ჩაკეტილი ვერ ვიქნებოდით, ვირუსიც არ გაქრებოდა და უნდა მომზადებულიყო ქვეყანა, მთავრობა ამ ჩაკეტვის თვეებში, რომ გაიხსნებოდა ეკონომიკა, გაიზრდებოდა რაოდენობა და ეს იქნებოდა გარდაუვალი.

ეკონომიკა ჩაკეტეს მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ინფიცირებულების რიცხვი ძალიან მცირე იყო, ახლა როცა არის ძალიან დიდი და სახიფათო ვითარება, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშიაო და თან ირკვევა, რომ კოვიდსაწოლები არ მოუმზადებიათ და ახლა იმარაგებენ. ახლა მსჯელობენ საველე ჰოსპიტლები თუ დაგვჭირდებაო სპორტის სასახლეს გამოვიყენებთო“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მომზადების ნაცვლად, პოლიტიკური და ფინანსური რესურსი დახარჯა თვითქებასა თვითკმაყოფილებაზე.

„ისინი მაგალითი არიან იმისი, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება. ახლა, პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს ეს ხელისუფლება უნდა შევცალოთ, თორე ამათ პირობებში, ეს ყველაფერი საითაც მიდის, კატასტროფამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა