„ლელოს“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შემდეგ, რატომ გადავიდა თვითიზოლაციაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი

„ლელოს“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის ვატო სურგულაძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი არ ჰქონია პარტიის წევრებთან. ამის შესახებ ვატო სურგულაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ გადავიდა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაში, მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, თვითიზოლაციაში ადამიანი გადადის მაშინ, როდესაც ის 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით იდგა ინფიცირებულთან, კომუნიკაცია შედგა 15 წუთზე მეტ ხანს და არ ეკეთა პირბადე.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე პირბადეს მუდმივად ატარებდა.

მამუკა ხაზარაძე ზუსტად იმით გამოირჩეოდა, რომ მუდმივად ნიღაბს ატარებდა. 15 და 16 რიცხვში პოლიტსაბჭოს სხდომაც არ ყოფილა, იმიტომ, რომ ჩვენი ყველა წევრი რეგიონში იყო და კონტაქტი ძირითადად, ოფისში მყოფ თანამშრომლებთან ჰქონდა და არა პარტიის წევრებთან“, - განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ახალი კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს