რომის პაპი საჯარო ღვთისმსახურებისას პირბადით პირველად გამოჩნდა

რომის პაპი ფრანცისკე საჯარო ღვთისმსახურებას პანდემიის განმავლობაში პირველად დაესწრო პირბადით. ინტერრელიგიური ღვთისმსახურება, რომლის დროსაც სულიერმა ლიდერებმა მსოფლიოში მშვიდობისთვის ილოცეს, რომში, სანტა მარია არაკოელის ტაძარში ჩატარდა.

ღვთისმსახურებას ასევე პირბადით დაესწრო მსოფლიო პატრიარქი ბართლომე.

რომის პაპმა და სხვა სულიერმა წინამძღვრებმა პირბადეები მხოლოდ სიტყვით გამოსვლისას მოიხსნეს.

პარალელურად, რომის სხვადასხვა კუთხეში მსოფლიო მშვიდობისთვის ილოცეს იუდეველებმა, მუსლიმებმა, ინდუისტებმა, ბუდისტებმა და სხვა.

მანამდე რომის პაპი პირველად პირბადით მხოლოდ ავტომობილში გამოჩნდა, როდესაც ვატიკანში ტრადიციულ საჯარო აუდიენციაზე მივიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა