დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

პარლამენტის წევრი დიმიტრი მხეიძე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა განუცხადა, ვირუსი მას 17 ოქტომბერს დაუდასტურდა, ამ დროისთვის კი თავს სტაბილურად გრძნობს.

„დამიდგინდა კორონავირუსი, პასუხი 17 ოქტომბერს მივიღე. მინდოდა, რომ თვითიზოლაციაში ვყოფილიყავი, რადგან არ მინდოდა კლინიკაში საწოლის დაკავება. ექიმი ვარ და ვიფიქრე, საკუთარ თავს თვითონ მივხედავ-მეთქი, მაგრამ გამოკვლევით დადგინდა, რომ ორმხრივი პნევმონია მაქვს. ამიტომ, საავადმყოფოში, გავდივარ მკურნალობას, კერძოდ „ელჯიპოში“. ნამდვილად არ ვიცი, ვისი „კლასტერი“ ვარ, ახლა ისეთი ვითარებაა, რთულია ეს დაადგინო. მთავარია, რომ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაცია ყველამ დავიცვათ ინფიცირების შეჩერებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა