ალექსანდრე ლუკაშენკო აქციის მონაწილეებზე - ცუდია, რომ მინსკში დაეხეტებიან, თავხედურად იქცევიან, აუჩქარებლად ვიპოვით თითოეულს, პასუხს აგებენ საკუთარ საქციელზე

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მიდგომები შეიცვალა და ახლა თითოეულს „მშვიდად იპოვიან“.

„ცუდია, რომ დაეხეტებიან მინსკში, ცუდია, რომ თავხედურად იქცევიან. თუმცა ჩვენ შევიცვალეთ ტაქტიკა. ჩვენ აუჩქარებლად ვიპოვით თითოეულს. ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე საშუალებები, რასაც სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც. თითოეული პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე. მე არ ვიმუქრები. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეს გარკვეულ ეფექტს იძლევა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

აქვე მან აღნიშნა, რომ მინსკის მცხოვრებლები უკვე გამოფხიზლდნენ და დაინახეს, თუ რა შეიძლება დაკარგონ.

პრეზიდენტის თქმით, ხალხმა ერთმანეთს შეადარა მშვიდი მინსკი და მინსკი, რომელიც კვირაობითაც კი ქაოსშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა