გაეროს გენმდივნის მრჩეველი - "რემდესივირი“ არ არის ეფექტური - არცერთი წამალი არ არის ოფიციალურად კოვიდის საწინააღმდეგოდ, თუ ვინმე რამეს ყიდის, ან გეუბნებათ, რომ ჩვენ გვაქვს, ეს არის ტყუილი

„რემდესივირი“ არ არის ეფექტური წამალი. „რემდესივირის“ უკან დგანან ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, გაიტანონ და ფული იშოვონ,- ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, მსოფლიოში არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგაა მიმართული.

“ფარმაცევტული კომპანია არის დაინტერესებული ფული იშოვოს, გასაგებია, ბიზნესი უნდა გააკეთოს, მაგრამ იმისთვის არსებობენ მეცნიერები, რომ შეაფასონ ეს მუშაობს თუ არა. პასუხისმგებლობით გეუბნებით, მსოფლიოში არცერთი წამალი, არცერთი ვაქცინა, არცერთი მკურნალობის პროცესი არ არის, რომელიც არის ოფიციალურად კოვიდის საწინააღმდეგოდ. თუ ვინმე რამეს ყიდის, ან გეუბნებათ, რომ ჩვენ გვაქვს, ეს ყველაფერი არის ტყუილი. ვაქცინის 150- ზე მეტი კანდიდატია, არის სამეცნიერო ცდები. არის ასევე წამლები, რომლებზეც აკეთებენ ცდებს, თუმცა ეს არის საშიში, რადგან არც ვიცით, უსაფრთხოა თუ არა”,- განაცხადა ფხაკაძემ.

გარდა ამისა, ფხაკაძის რეკომენდაციაა, რომ სამედიცინო პერსონალმა და ასევე, მოქალაქეებმა ქურურგიული პირბადე გამოიყენონ და არა დოლბანდის.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო