სომხეთის თავდაცვის უწყება - განადგურებულია კიდევ ერთი თურქული უპილოტო საფრენი აპარატი

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ კიდევ ერთი Bayraktar TB2-ის ტიპის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი ავრცელებს.

სტეპანიანი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც, მისი მტკიცებით, ჩამოგდებული თურქული საფრენი აპარატია ასახული.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო