უნგრეთის იუსტიციის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

უნგრეთის იუსტიციის მინისტრს, ჯუდიტ ვარგას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„შინ, ოჯახთან ერთად კარანტინში ვიმყოფები. ვმუშაობ სახლიდან და მთავრობის სხდომას არ დავესწრები”, - წერს ჯუდიტ ვარგა.

ვარგა, რომელსაც მთავრობაში ერთ – ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, ხშირად მიემგზავრება ბრიუსელში და ევროკავშირის შეხვედრებს ესწრება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო, ან შეხვდა თუ არა ბოლო დროს მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს.

ცნობისათვის, უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები აგვისტოს ბოლოდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, ვირუსი კიდევ 989 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 48 757-მდე გაიზარდა, დაღუპულია 1 211 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს