დონალდ ტრამპი - ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის

თუ გსურთ გახსნილი სკოლები, ეკონომიკა და უსაფრთხო, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, ხმა მე მომეცით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის მტკიცებით, მეორე ვადით არჩევა კორონავირუსის პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგებისგან ქვეყნის აღდგენისა და გაჯანსაღების უზრუნველყოფისთვის სჭირდება.

„ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ფლორიდის უნივერსიტეტის აშშ-ის არჩევნების პროექტის თანახმად, 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო