კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსს, ვალერიან ლომუაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ხაზგასმით აღნიშნა შშმ ვეტერანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო და კერძოდ, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი ახორციელებს.

,,განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შშმ ვეტერანების შემართება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს აღწევენ, რითაც სულიერი სიმტკიცის მაგალითს აძლევენ როგორც მოქმედ და თადარიგში მყოფ სამხედროებს, ასევე, მთელ საზოგადოებას“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი პოტენციალის ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.

,,მხარეები შეთანხმდნენ შშმ ვეტერანთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ერთობლივი პროექტები შეიმუშავონ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კარლო ლაბაძე და ამავე დეპარტამენტის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, დავით დავლაშელიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო