პან-ევროპული პროფკავშირების მე - 15 აღმასრულებელმა კომიტეტმა, მსოფლიოში შრომით სფეროში არსებულ გამოწვევებსა და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ მზარდ უმუშევრობაზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა, იგი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბრიუსელსა და პან ევროპული ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებს შორის, კვლავ ტელე-ხიდის მეშვეობით გაიმართა.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მსჯელობა შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის, სამეზობლო პოლიტიკას და საქართველოსთვის, აგრეთვე მოლდოვისა და უკრაინისთვის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ მიზნობრივ დახმარებას.
ირაკლი პეტრიაშვილის მოთხოვნით, ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობას განსაზღვრავს და კრიტერიუმი იქნება: მინიმალური ხელფასი, კოლექტიური შეთანხმებების რაოდენობა ქვეყანაში და სოციალური პარტნიორობის ხარისხის განსაზღვრა, რასაც პან ევროპული პროფკავშირების აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარება და ადამიანისა და პროფკავშირული უფლებების დარღვევის ფაქტები ბელარუსში, უკრაინასა და ყირგიზეთში.
შეხვედრაზე მოისმინეს პან-ევროპული პროფკავშირების წლიური ანგარიში, 2020 წლის სამუშაო გეგმა, ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტების ანგარიშები და სხვა საკითხები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"