უკრაინაში კორონავირუსით 141 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 141 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 315 826-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ოფიციალური სტატისტიკით, უკრაინაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ს 5 927 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა