ეკატერინე ტიკარაძე - არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს

არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული და ეტაპობრივად ხდება დამატებითი კლინიკების ჩართვა.

„რაც შეეხება კოვიდ მიმღებ ცენტრებს, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში, დღეის მდგომარეობით გვაქვს 4392 საწოლი მობილიზებული. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან, კერძოდ თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება 3 კლინიკა, იმერეთის რეგიონში ასევე 3, კერძოდ ქუთაისში 2. აქედან გამომდინარე არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს. იცით, რომ ასევე სასტუმროების სივრცეს ვიყენებთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა